კეთილი Wizzair საქართველოში

Wizz Air ხსნის თავის ბაზას ქუთაისის აეროპორტში
სასიამოვნო სიახლე ქართულ ავიაბაზარზე: 2016 წლის სექტემბერში უნგრული ავიაკომპანია „Wizz air“ თავის ბაზას ხსნის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. „ ვიზეარი“ გახლავთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია , რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 23 ბაზა აქვს, ხოლო 24-ე ბაზა უახლოეს მომავალში საქართველოში , ქუთაისის აეროპორტში გაიხსნება. ეს იქნება მთელს რეგიონში „ვიზეარის“ პირველი ბაზა.
„ვიზეარი“ საქართველოს ავია ბაზარზე 2012 წლის სექტემბრიდან ოპერირებს. ამჟამად იგი ასრულებს რეგულარულ ავიარეისებს ბუდაპეშტის, ვილნიუსის, კატოვიცას და ვარშავის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს : ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფია. ეს იმას ნიშნავს , რომ ევროპა კიდევ უფრო გვიახლოვდება , მგზავრებს კი საშუალება ეძლევათ, იფრინონ კიდევ უფრო შეღავათიანი ფასებით. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებამდე იაფად ვიმგზავროთ და საჭიროების შემთხვევაში გავაგრძელოთ სასურველი მიმართულებით მოგზაურობა . ახალი რეისების დამატებით კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ მგზავრებს , გადაადგილდნენ სხვადასხვა მიმართულებით კომფორტულად და რაც მთავარია დაბალ ფასად. ჩვენ უფრო დაწვრილებით მოგაწვდით ინფორმაციას ამ პუნქტების შესახებ და გადაჯდომების შესაძლებლობებზე დასახელებულ პუნქტებში.
რა მიმართულებებით იფრენს ვიზეარი?
სექტემბრიდან ავიაკომპანია შეასრულებს ავიარეისებს ქუთაისიდან 11 მიმართულებით ევროპის რვა ქვეყანაში. მოკლედ მოგახსენებთ ამ მიმართულებების შესახებ:
- ავიარეისები ბულგარეთის მიმართულებით: ქუთაისი-სოფია. ფრენები შესრულდება სამშაბათს და შაბათს. ფრენები სოფიის მიმართულებით დაიწყება 2016 წლის 24 სექტემბრიდან.
- ავიარეისები უნგრეთში : ქუთაისი- ბუდაპეშტი (სამშაბათი, შაბათი) და ბუდაპეშტი-ქუთაისი (ორშაბათი, პარასკევი).
- ავიარეისები გერმანიის მიმართულებით:
- ბერლინი (შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტი)-ქუთაისი, ავიარეისები განხორციელდება 2016 წლის 23 სექტემბრიდან ორშაბათს და პარასკევს.
- ქუთაისი- ბერლინი, ფრენები შესრულდება ორშაბათს და პარასკევს.
- ქუთაისი-დორტმუნდი. ეს ავიარეისები ც 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები იქნება ოთხშაბათს და კვირას და მინიმალური ფასი99 ევრო.
- ქუთაისი-მიუნხენი (მემინგენი). ავიარეისები 23 სექტემბრიდან დაიწყება და ფრენა შესრულდება კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს.
- რაც შეეხება ფრენებს საბერძნეთში (სალონიკი), ისინი დაიწყება 24 სექტემბერს და ფრენა განხორციელდება კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, მინიმალური ფასი კი იქნება99 ევრო.
- ფრენები იტალიაში : ქუთაისი-მილანის (ბერგამო) ავიარეისები 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები განხორციელდება ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური ფასი99 ევრო იქნება.
- ავიარეისები ქუთაისი-ლარნაკას (კვიპროსი) მიმართულებით დაიწყება 24 სექტემბრიდან, ფრენები კვირაში ორჯერ: სამშაბათს და შაბათს განახორციელდება და მინიმალური ფასი იქნება99 ევრო.
- ავიარეისები ვილნიუსის (ლიტვა) მიმართულებით : ქუთაისი-ვილნიუსი და ვილნიუსი-ქუთაისი ხორციელდება ოთხშაბათს და კვირას.
- პოლონეთისკენ ფრენები კი ხორციელდება ორი მიმართულებით: ქუთაისი- ვარშავა (შოპენი) და ქუთაისი -კატოვიცა. ვარშავისკენ რეისი სრულდება სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, ხოლო კატოვიცას მიმართულებით-ორშაბათს და პარასკევს.
“ვიზეარი” 2015 წელს მიღწეული წარმატებებისთვის მსოფლიოს ტრანსპორტის ჟურნალის მიერ მოწინავე ავიაკომპანიად იქნა აღიარებული.
სასიამოვნო ფრენას გისურვებთ!