7 ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ

geoec
7 ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ
Booking.com

7 ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ

2016 წლის 9 მარტს ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს  საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის  შემოღებას.

1. რას ნიშნავს  ევროკომისიის გადაწყვეტილება

ევროკომისიის წინადადება ეფუძნება 2015 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმად საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა ოთხი ძირითადი მიმართულებით: დოკუმენტების უსაფრთხოება; საზღვრის მართვა, მიგრაცია, თავშესაფარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;  ადამიანის ძირითადი უფლებები.

2. როგორია     ევროკავშირის შემდგომი პროცედურები?

შემდგომი პროცედურის თანახმად, ევროკომისიის წინადადებას განიხილავენ ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო. ევროპარლამენტის თანხმობის შემდეგ, ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს განახლებულ რეგულაციას და ცვლილებას ხელს მოაწერენ  ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ცვლილების საფუძველზე საქართველო შეტანილ იქნება იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებიც შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობენ. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება რეგულაციის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 20 დღეში.

 3. როდის შევა ძალაში უვიზო რეჟიმი?

ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში შესაბამისი პროცედურები დროულად დასრულდება და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ვიზის გარეშე გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

 4. რის უფლებებს  გვაძლევს უვზო რეჟიმი?

ბიომეტრული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ვიზის გარეშე 90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში გაემგზავრნონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.  უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გავრცელდება 30 ქვეყანაზე:  შენგენის სივრცის  22 ქვეყანა: პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, იტალია, დანია, შვედეთი, ფინეთი, ავსტრია, საბერძნეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, მალტა.  შენგენის კანდიდატი, ევროკავშირის 4   ქვეყანა: კვიპროსი, ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი შენგენის  ასოცირებული 4 ქვეყანა: ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტაინი, შვეიცარია.

5. რის უფლებას არ გვაძლევს უვიზო რეჟიმი?

ეს არ აძლევს საქართველოს  მოქალაქეებს  ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩენის, ცხოვრების და მუშაობის უფლებას.

  1. რადოკუმენტებიასაჭიროსაზღვრისგადაკვეთისასუვიზორეჟიმისპირობებში?

აუცილებელია ბიომეტრიული პასპორტი,თუმცა მესაზღვრეებმა შესაძლებელია მოითხოვონ დამატებითი საბუთები,მაგალითად უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და ა.შ. ბანკიდან ამონაწერი საჭირო არ იქნება, მაგრამ შეიძლება მოითხოვონ დოკუმენტი,თუ როგორ აპირებს მოქალაქე თავის ფინანსურად უზრუნველყოფას იქ ყოფნის დროს, მაგალითად,  საკრედიტო ბარათი და ა.შ.

7. უვიზო რეჟიმი – ეს  სამუდამოა?

ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია – კი  და არა.  ევროკომისიამ  ჩაატარა უსაფრთხოებისა და მიგრაციის რისკების ანალიზი და თვლის, რომ შემდგომი მონიტორინგი არაა საჭირო,თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს.

 

Comments

comments

Reviewer overview

7 ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ - 7 ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ/10

Summary

7 Good!

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password