სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მიერ ამ ქვეყნებში შესვლაზე დაწესებულია შეზღუდვები – ე.წ. სავიზო რეჟიმი. ზოგ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლა შეზღუდული არ არის. 2016 წლის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს 67 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა უვიზოდ ან ქვეყნის საზღვარზე ვიზის მიღების შესაძლებლობით.
რომელი ქვეყნისთვის არ დაგჭირდებათ ვიზა?
ამჟამად საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე მიმოსვლა შეუძლიათ 31 ქვეყანაში. ესენია:
1. ალბანეთი- სავიზო შეზღუდვა მოხსნილია 2016 წლის 15 მაისიდან 1 ნოემბრამდე 90 დღიანი ვიზიტის შესაძლებლობით.
2. ანტიგუა და ბარბუდა – ქვეყნის სტუმრობა შესაძლებელია 1 თვე
3. არგენტინა – 90 დღე
4. სომხეთი
5. აზერბაიჯანი – 90 დღე
6. ბაჰამის კუნძულები- 4 კვირით
7. ბარბადოსი -28 დღე
8. ბელარუსი
9. ბრაზილია – 90 დღე
10. ჩილე
11. კოლუმბია- 180 დღე
12. დომინიკა – 21 დღე
13. ეკვადორი – 90 დღე
14. გრენადა- 3 თვე
15. ჰაიტი – 3 თვე
16. ინდონეზია – 30 დღე
17. ირანიბ – 45 დღე
18. ისრაელი – 3 თვე
19. ყაზახეთი – 90 დღე
20. ყირგიზეთი
21. მალაიზია-30 დღე
22. მიკრონეზია – 30 დღე
23. მოლდოვა – 90 დღე
24. მონღოლეთი-30 დღე
25. პანამა – 180 დღე
26. სენტ ვინსენტი და გრენადინი – 1 თვე
27. ტაჯიკეთი
28. თურქეთი – 90 დღე, შესაძლებელია ID ბარათით შესვლა
29. უკრაინა
30. ურუგვაი – 90 დღე
31. უზბეკეთი – 90 დღე.
რომელ ქვეყანაში ვიზას მიიღებთ საზღვარზე?
ზოგ ქვეყანაში ვიზის მიღება ხდება ქვეყანაში შესვლისას, საზღვარზე, დაწესებული თანხის გადახდის შემდეგ. ამ სახით სტუმრობა შემდეგ ქვეყნებშია შესაძლებელი:
1. ბანგლადეში – 30 დღე
2. ბოლივია – 90 დღე
3. კამბოჟა – 30 დღე
4. კომორის კუნძულები
5. ჯიბუტი
6. ეგვიპტე
7. გვინეა – ბისაუ – 90დღე
8. იამაიკა
9. იორდანია – 3 თვე
10. კუვეიტი
11. ლაოსი – 30 დღე
12. ლიბანი – 3 თვე
13. მადაგასკარი – 90 დღე
14. მალავი
15. მალდივები – 30 დღე
16. მარშალის კუნძულები – 90 დღე
17. მავრიკია – 60 დღე
18. მავრიტანია
19. მოზამბიკი – 90 დღე
20. ნეპალი – 90 დღე
21. ნიკარაგუა – 90 დღე
22. პალაუ – 30 დღე
23. სამოა – 60 დღე
24. სეიშელის კუნძულები – 1 თვე
25. სომალი – 30 დღე
26. ტანზანია
27. ტოგო – 7 დღე
28. ტუვალუ – 1 თვე
29. უგანდა
30. ზამბია -90 დღე
რომელ ქვეყანაში შეხვალთ ელექტრონული ვიზით?
არის აგრეთვე რამდენიმე ქვეყანა, სადაც შესვლა შესაძლებელია ელექტრონული ვიზების მეშვეობით. ეს ქვეყნებია:
1. გაბონი (ელექტრონული ვიზის მფლობელები უნდა შევიდნენ ლიბრევილის საერთაშორისო აეროპორტში).
2. ინდოეთი – ელექტრონული ტურისტული ვიზა 30 დღე
3. კენია – ელექტრონული ვიზა 3 თვე
4. მიანმარი – ელექტრონული ვიზა 28 დღე
5. შრი-ლანკა – მოგზაურობის ელექტრონული ავტორიზაცია- 30 დღე
6. ზიმბაბვე – ელექტრონული ვიზა
მოსალოდნელი ცვლილებები
ცვლილებებია მოსალოდნელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ 2016 წლის სექტემბრის მეორე ნახევრიდან უნდა ამოქმედდეს. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ვიზის გარეშე განახორციელონ მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:
• ევროკავშირის წევრი ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.
• ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებია: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.
• ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებია: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია.
ამგვარად, იმ ქვეყნების სიას, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ მოგზაურობა, კიდევ 30 ქვეყანა დაემატება, რაც კიდევ უფრო გააფართოებს საქართველოს მოქალაქეების ევროპასთან დაახლოების შესაძლებლობას.
ჩვენ გადავწყვიტეთ წასვლა? შევხედოთ საცხოვრებელი booking.com/
სასიამოვნო მოგზაურობებები გქონოდეთ!